პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ორი წევრი შეუერთდა.
ელგუჯა გურგენიძე, რომელიც აქამდე ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, მუნიციპალიტეტის მერობისთვის “ნაცმოძრაობის” სახელით იბრძოლებს.
“ძირითადი მიზეზია ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება. მე ვიცი, რომ იმ ჩემს პატარა ქალაქში, საცხოვრისში, სადაც მე ვარ, ამის გაგრძელება არ შეიძლება. ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, ამიტომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება”, — განაცხადა ელგუჯა გურგენიძემ დღეს, 24 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა ლანჩხუთელი ოთარ პატეიშვილიც.