“ევროპულმა საქართველომ” წარადგინა საერთო ოპოზიციური და “ევროპული საქართველოს” მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. წარდგენა დღეს, 13 აგვისტოს, რიყის პარკში გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მერობის საერთო ოპოზიციურ კადიდატებად დაასახელა:
- ხონში – ზურა ჯიბუხაია
- თერჯოლაში – ზურა ბუცხრიკიძე
მხოლოდ “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატებად კი ბოკერიამ დაასახელა:
- ამბროლაურში – მაია კაციტაძე
- ახალქალაში – არსენ კარაპეტიანი
- მარნეულში – აჰმედ იმამყულიევი
- ახალციხეში – ზურა სადათიერაშვილი
- გორში- ეთერ ჯალაღანია
- ხობში – მარიამ შონია
- სამტრედიაში – ჟუკიანა ფოფხაძე
- თეთრიწყაროში – ნინო დავითაშვილი
- კასპში – კახა გეჯაძე
რუსთავში ვიცე-მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დასახელდა ინგა სიხარულიძე.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეების კანდიდეტბს, ბოკერიას თქმით, ოპოზიციის საერთო შეთანხმებული კანდიდატი ბათუმში იქნება ვახო კალოიანი, ფოთში – ვახტანგ დარციმელიძე და საჩხერეში – კობა მოდებაძე.
საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის “ევროპული საქართველოს” სახელით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ:
- დუშეთში – მერი ფოლადაშვილი
- ფოთში – მამუკა ჭოხონელიძე
- სამტრედიაში – ავთანდილ სტურუა