ახალი ამბები

გარკვეული ჯგუფებისთვის ბუსტერ დოზის დაშვება განიხილება — ტიკარაძე

23 აგვისტო, 2021 • 969
გარკვეული ჯგუფებისთვის ბუსტერ დოზის დაშვება განიხილება — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში გარკვეული ჯგუფებისთვის განიხილება კორონავირუსის ვაქცინის მესამე, “ბუსტერ” დოზის დაშვება.

“ამ ეტაპისთვის კლინიკურ და ვაქცინაციის საბჭოს ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ აქვს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაველოდებით და შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მესამე დოზებთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით მიღებულია გადაწყვეტილება გარკვეულ ჯგუფზე, რომ პროტოკოლში გაიწეროს, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ჩვენ ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება”, —  განაცხადა ტირკარაძემ.

“ბუსტერ” დოზების მასობრივად გამოყენებაზე, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მსჯელობა არ მიმდინარეობს.

“ბუსტერი” არის ვაქცინის მესამე დოზა, რომლის გაკეთებაც უკვე დაიწყეს ზოგ ქვეყანაში გარკვეული კატეგორიის რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის, რადგან მიიჩნევენ, რომ ვაქცინის მესამე დოზა კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო მყარი იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი