ახალი ამბები

სრულად აიცრა ზრდასრული მოსახლეობის 10 პროცენტი – NCDC

22 აგვისტო, 2021 • 1751
სრულად აიცრა ზრდასრული მოსახლეობის 10 პროცენტი – NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC&PH] თანახმად, 22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 10 პროცენტია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი.

ქვეყანაში ამ დროისათვის ჩატარებულია 962 165 აცრა.

ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 23.7 პროცენტი აცრილია ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანახმად, გასულ 24 საათში ჩატარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო 23 303 აცრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი