ავტორი: ნიკა მუსავი
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მონაცემებით, დღეს მსოფლიოში მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი მიგრანტი ცხოვრობს [აზერბაიჯანის მთლიანი მოსახლეობა 10 მილიონამდეა]. ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, რომელიც დაახლოებით ასახავს რეალობას.
ყოველწლიურად ქვეყანას მრავალი ადამიანი ტოვებს და ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში გადადის საცხოვრებლად. როგორც წესი, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც არ უნდათ სამშობლოში დარჩენა პოლიტიკური და იდეოლოგიური მოტივით, ასევე, ისინი, რომელთაც უკეთესი და მწვანე საცხოვრებელი გარემო უნდათ [ეს არ არის ირონია, სხვათა შორის, აფშერონის ნახევრად გაუდაბნოებულ ნახევარკუნძულზე ბალახი არ ხარობს, ემიგრანტები კი, როგორც წესი, სწორედ ბაქოელები არიან. რეგიონებიდან კი ძირითადად რუსეთში მიდიან სამუშაოდ].
იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელი 10-15 წლის ემიგრაციის ტალღის მიხედვით თითქმის ვერ იმსჯელებ ტენდენციაზე, ეს უკვე არის ტენდენცია, რომლის შესახებაც საუბარიც საჭიროა. ერთ-ერთი ხელმისწვდომი მასალა მის გასახმიანებლად კი “ემიგრანტული” შემოქმედებაა. ტექსტები, მუსიკა, არტობიექტები და ა.შ. რომელიც ემიგრანტების მიერ არის შექმნილი, ჰყვებიან მათ მოტივების, პოზიციების, ახალ საზოგადოებაში ინტეგრაციის საკუთარი გამოცდილების შესახებ იმაზე მეტად, ვიდრე ფოტოსურათებია ინსტაგრამში, ან სტატუსები- ფეისბუკზე.
საკუთარი ქვეყნის რეპრესიული მანქანისგან და ცენზურისგან შორს მყოფი პოლიტიკური ემიგრანტები, მით უმეტეს, უფრო უშიშრად გამოთქვამენ, გამოხატავენ და საკუთარ შემოქმედებაში ასახავენ იმ განწყობების შესახებ, რომლებიც მათ დაუგროვდათ [ეს, რა თქმა უნდა, არამხოლოდ აზერბაიჯანს, ყველა ქვეყნისა და დროის პოლიტიკურ ემიგრანტს შეეხება]. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მათი შემოქმედება ეპოქის ერთ-ერთი ობიექტური მტკიცებულებაა.
ამჟამად ჩვენ ნაკლებად ვისაუბრებთ იმ ადამიანების შემოქმედების შესახებ, რომელთა ემიგრირება დაკავშირებული არ ყოფილა პოლიტიკურ მოტივებთან. მაგალითად, აზერბაიჯანელი მხატვარი ნიაზ ნაჯაფოვი, რომელიც საცხოვრებლად და სამუშაოდ პარიზში გადავიდა ფრანგი კოლეგების მიწვევით, არ არის ის შემთხვევა, რომელზეც საუბარიც ღირს ამ კონტექსტში. აი, კარიკატურისტი გიუნდუზ აგაევი კი, რომელმაც იმავე საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, ზუსტად ჩვენი ინტერესის სფეროა, რომლის შესახებ საუბრითაც დავიწყებთ.
კარიკატურის ჟანრი დაცინვას გულისხმობს. ანუ, შემოქმედება მაყურებლისთვის სასაცილო უნდა იყოს. ამ კუთხით გიუნდუზ აგაევის ნამუშევრების დიდი ნაწილი ღიმილს არ იწვევს, უფრო – პირიქით.
მისი ალეგორიული ილუსტრაციები შეეხება სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებსა და პრობლემებს არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ მსოფლიოში – ომები, კორუფცია, დიქტატურა და ა.შ. რომლის ანტიგმირებიც, როგორც წესი, ხდებიან პოლიტიკოსები არც ისე კარგი რეპუტაციით [პუტინი, ერდოღანი და ა.შ.]. გიუნდუზ აგაევი საკმაოდ უხეში მეტაფორებით ყოველთვის აღწევს ემოციის გამოწვევას.
მის მეზობელ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობს ამჟამად ილუსტრატორი ლეილა ალი, რომელიც არა მსოფლიო ბოროტებაზე, არამედ მის ცალკეულ გამოვლინებებზე – გენდერულ და ლგბტ თემის დისკრიმინაციულ პრობლემებზე ფოკუსირდება.
გუნდუზ აგაევისგან საკმაოდ სწოროხაზოვანი ვიზუალური კრიტიკისგან განსხვავებით, ის საკუთარ პოზიციას გამოხატავს ირიბად, ფანტასტიკის ჟანრის პერსონაჟების ანთროპომორფული არსებებით და ანდროგენული ქიმერების საშუალებით.
ლგბტ თემაზე “სპეციალიზირება” ბაბი ბადალოვსაც შეეძლო, საფრანგეთში მცხოვრებ პოეტსა და მხატვარს, რადგან აზერბაიჯანში მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ ჰომოსექსუალობის გამო. თუმცა ბადალოვმა აღიარება საკუთარი ვიზუალური ლექსების წყალობით მოიპოვა, რომელთაც “მიგრანტულს” უწოდებენ, რადგან 62 წლის მხატვრის შემოქმედება ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული “მომთაბარეობასთან” და მისი შემოქმედების წინა პლანზე ვხედავთ ენას, როგორც ინტეგრაციისა და თვითიდენტიფიცირების საშუალებას. ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებისგან განსხვავებით, ეს გამოხატვა პირადი გამოცდილებითაა გამოწვეული და არა აქტუალური გლობალური პროცესებით.
აზერბაიჯანული ემიგრაცია არ არის ერთგვაროვანი ფენომენი და, შესაბამისად, მათი ხელოვნებაც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გახდა თითოეული მათგანი ემიგრანტი.
მაგალითად, რეპერი ორჰან ზეინალი 2016 წელს აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის მომენტში აზერბიჯანში ძალიან წარმატებული და პოპულარული იყო. მის შემოქმედებაში მხოლოდ რეფლექსია და ნოსტალგიაა. განსაკუთრებით ეს შეეხება ტრეკს «40-cı Paralel» – ბაქოს გეოგრაფიული კოორდინატები, რომელსაც რეპერი ადარებს “საყვარელ წიგნს, რომელსაც აღარასდროს მიუბრუნდება” და ამბობს, რომ “არ მოუსურვა ვიოლინოზე დაკვრვა იმ გემზე, რომელიც იძირება”. სწორედ ეს არის მისი განმარტება, რატომ წავიდა ქვეყნიდან. ვოკალური პარტია ამ სიმღერაში შეასრულა აზერბაიჯანიდან ემიგრებულმა სხვა ხელოვნმა, როა მირიევამ.
ქვეყნიდან ემიგრირებული რეპერები აზერბაიჯანის ხელისუფლებას კვლავაც აღიზიანებენ და საკუთარი სითამამითა და კრიტიკით კიდევ უფრო მეტად იწვევენ.
მათგან, ვინც სრულყოფილი მუსიკალური საქმიანობით არის დაკავებული, თურქეთში ემიგრირებული კამილია გაჯიევაა – ჯგუფი «No Land»-ის დამფუძნებელი და სოლისტი. მის მცირე ოკრკესტრში სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსია გაერთიანებული, ჯგუფის სახელწოდებაც აქედან გამომდინარეობს. ისინი ასრულებენ ჯაზს, ეთნოს, აქტიურად გამოდიან თუქეთის სცენებზე და მათი მუსიკის “ემიგრანტულობა” პირველ რიგში სტილისა და მოტივების აღრევაში გამოიხატება.
ისევე, როგორც წარმოსახვითი ხელოვნების შემთხვევაში, მუსიკაშიც ვხვდებით გამონაკლისებს, რომელიც არ ჯდება არჩეულ ფორმატში, თუმცა მათი აღნიშვნა არანაკლებ მნიშვნელოვანია. გერმანიაში ემიგრირებული ჯაზის შემსრულებელი და კომპიზიტორი აზიზა მუსტაფაზადე, აზერბაიჯანელი ცნობილი ჯაზმენის, ვაგიფ მუსტაფაზადეს შვილია, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს დედასთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. 2018 წელს კი აზერბაიჯანის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.
მუსიკიდან ლიტერატურაშიც გადავინაცვლოთ. კიდევ ერთი ცნობილი აზერბაიჯანელი პროზაიკოსი ქალი არის აზერბაიჯანელი ნავთომპომპოვებლის შვილი, ბანინ [უმ ელ ბნუ] ასადუალევა, რომელიც 30 წლის წინ, რევოლუციის შემდეგ პოლიტიკური მოტივებით წავიდა ქვეყნიდან.
თუკი თანამედროვეებზე ვისაუბრებთ, ერთ ერთი ყველაზე პოპულარული აზერბაიჯანელი ავტორი, რომელიც აზერბაიჯანის გარეთაც არის ცნობილი, გუნელ მევლუდია. ასევე, პოლიტიკური ემიგრანტი, რომელიც ნორვეგიაში ცხოვრობს. მწერალმა შარშან ორი რომანი გამოსცა. აზერბიჯანში კი გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული რომანი “გოგონა ყარაბაღიდან”, რომელშიც გუნელ მევლუდი დეტალურდ და შეულამაზებლად ჰყვება 90- იან წლებში ყარაბაღის პირველი ომის დევნილების ბანაკში ცხოვრებასა და იქ გამეფებულ შოკისმომგვრელ ადათ-წესებზე. ეს მიმოხილვა, რა თქმა უნდა, არასრული და შერჩევითია, თუმცა ზედაპირულ წარმოდგენას მაინც ქმნის – შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანელი ემიგრანტების შემოქმედებისთვის დამახასიათებელია კრიტიკული განწყობა და მცდელობა, აჩვენონ საკუთარი განწყობები, მოგონებები და ის ტვირთი, რომელიც ყველა ემიგრანტს თან მიაქვს გამგზავრებისას. ამ ტვირთის გამოყენება, თავისი არსით, ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც წარსული ცხოვრებიდან რჩება და შემდეგ ეხმარება მათ ახალი, უფრო კეთილსაიმედო მომავლის მშენებლობაში.
აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა კი ემიგრაციის შემდეგ ხშირად იზრდება, განსაკურებით, პირველი რამდენიმე წელი, თუმცა ეს უკვე სხვა განსახილველი საკითხია.
თუკი ვისაუბრებთ აზერბაიჯანელი ემიგრანტების შემოქმედების [ეს ტერმინი არ არსებობს, თუმცა ჩავთვალოთ, რომ უკვე არსებობს] განვითარების პერპექტივებზე, ისინი განპირობებულია, პირველ რიგში, თავად იმ ფაქტით, რომ მიგრანტების ნაკადი არ მცირდება. ამავე დროს, ეს შემოქმედება შეიძლება საინტერესო და ხშირად მოთხოვნადია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რადგანაც პოლიტკური სიტუაციის, ომის და სხვა არასახარბიელო გარემოებების გამო აზერბაიჯანი მეტ-ნაკლებად საინტერესო ქვეყნად რჩება. თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება კონკრეტული ადამიანი საკუთარ შემოქმედებას და რამდენად გაუმართლებს და იპოვის კარგ აგენტს, გამომცემელს თუ პროდიუსერს.
რაც შეეხება აზერბაიჯანის პუბლიკას [რომელიც ბევრისთვის მაინც რჩება ძირითად სამინზე აუდიტორიად], მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, არ არის აღფრთოვანებული მათი შემოქმედებით – წიგნებით, სიმღერებით თუ კარიკატურებით.
“სამშობლოს მოღალატეები” – აღშფოთებული ამბობენ ისინი, თუკი აზერბაიჯანული რეალიების კრიტიკას აღმოაჩენენ მათ შემოქმედებაში. მეორე მხრივ, სრული ჰარმონია და საერთო გაგება ემიგრანტებსა და ყოფილ თანამემამულეებს შორის ზოგადად შეუძლებელია.