ახალი ამბები

კორონავირუსი: გარდაიცვალა 49 ადამიანი, გამოვლინდა 5 914 ახალი შემთხვევა

18 აგვისტო, 2021 •
კორონავირუსი: გარდაიცვალა 49 ადამიანი, გამოვლინდა 5 914 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 49 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ის დადებითობის მაჩვენებელია 11.9%, ბოლო ორი კვირის კი- 10.71%. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 316 პირი.

ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 2 298
  • აჭარა – 877
  • იმერეთი – 789
  • ქვემო ქართლი – 355
  • შიდა ქართლი – 318
  • გურია – 188
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 313
  • კახეთი – 452
  • მცხეთა-მთიანეთი – 140
  • სამცხე-ჯავახეთი – 122
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62

ამ დროისთვის კორონავირუსის 57 312 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიადანაც 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 461 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 327 ადამიანი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 3 450 პირი, 46 833 ადამიანი კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

NCDC-ის ცნობით, გუშინ, 17 აგვისტოს, ერთი დღის განმავლობაში 25 241 აცრა ჩატარდა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე კი საქართველოში 857 056 აცრა ჩატარდა. ამ დროისთვის სრულად აცრილია 251 447 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 6 532 პირი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი