ახალი ამბები

თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება, არ გავცემთ რეკომენდაციას სწავლის განახლებაზე – გამყრელიძე

17 აგვისტო, 2021 • 1423
თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება, არ გავცემთ რეკომენდაციას სწავლის განახლებაზე – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდა, უწყება არ გასცემს 15 სექტემბრისთვის სწავლის საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებში განახლების რეკომენდაციას.

„ღმერთმა არ ქნას, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნა სექტემბრის 15-თვის, როდესაც სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.

თუ ასეთი .. მაგრამ ჩვენ ველით, რომ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტენით, აცრების ინტენსიფიკაციამ უნდა სერიოზულად შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ს დაბლა,- დღეს გვაქვს დაახლოებით, 10%-ს ფარგლებში ,- თუ ჩამოვიდა 4%-ს დაბლა, მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, – თქვა მან.

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამიერიდან სავალდებულო ხდება პირბადის ტარება როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეში.

47 გარდაცვლილი და 6208 ახალი შემთხვევა — 17 აგვისტო

მასალების გადაბეჭდვის წესი