ახალი ამბები

მერკელი: გერმანიამ 10 000 ავღანელის ევაკუაცია უნდა შეძლოს | ალ-ჯაზირა

16 აგვისტო, 2021 • 1652
მერკელი: გერმანიამ 10 000 ავღანელის ევაკუაცია უნდა შეძლოს | ალ-ჯაზირა

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიამ ავღნეთიდან 10 000 პირის ევაკუაცია უნდა შეძლოს.

ინფორმაციას “Al-jazeera” ავრცელებს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრებზე დაყრდნობით.

Al-jazeera-ს თანახმად, ევაკუირებულთა შორის იქნება 2 500 ავღანელი მოსამსახურე, რომელიც გერმანულ სამშვიდობო მისიასთან ერთად მუშაობდა, სამოქალაქო აქტივისტები, იურისტები და სხვა ყველა, ვისაც გერმანიის მთავრობა მიიჩნევს რისკის ქვეშ მყოფად.

მერკელის განცხადებით, გერმანიამ უნდა ითანამშრომლოს ავღანეთის მეზობელ ქვეყნებთან, რათა დაეხმაროს მათ, ვინც ავღანეთს ამჟამად ტოვებს.

“ამ საკითხით დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით დაკავებულნი”, – წყაროს თანახმად, განაცხადა ანგელა მერკელმა.

15 აგვისტოს თალიბანის მებძოლებმა  ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მეზობელ ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, “თალიბანმა” 20-წლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, რომელსაც “თალიბანი” ვერ აკონტროლებს.

გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი