ახალი ამბები

კორონავირუსმა კიდევ 30 ადამიანი ისმხვერპლა — 16 აგვისტო

16 აგვისტო, 2021 • 1499
კორონავირუსმა კიდევ 30 ადამიანი ისმხვერპლა — 16 აგვისტო

16 აგვისტოს დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსმა დამატებით 30 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 6 436-ს მიაღწია.

მთავრობის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 25 730 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%. როგორც წესი, სამუშაო დღეებში დაახლოებით 50 ათასამდე ტესტი კეთდება და, შესაბამისად, ინფიცირების მაჩვენებელიც მაღალია.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 484 254-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის — 10.47%, ხოლო 7 დღის განმავლობაში — 11.09%.

მასალების გადაბეჭდვის წესი