ახალი ამბები

COVID-19-ით გარდაიცვალა 50 ადამიანი, გამოვლინდა 5 579 შემთხვევა – 14 აგვისტო

14 აგვისტო, 2021 •
COVID-19-ით გარდაიცვალა 50 ადამიანი, გამოვლინდა 5 579 შემთხვევა – 14 აგვისტო

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 867 ადამიანი და ჩატარდა 52 580 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 517 ანტიგენის ტესტით და 19 866 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.93%.

5 579 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 2 355,
  • აჭარა – 746,
  • იმერეთი – 667,
  • ქვემო ქართლი – 281,
  • შიდა ქართლი – 345,
  • გურია – 133,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 364,
  • კახეთი – 418,
  • მცხეთა-მთიანეთი – 125,
  • სამცხე-ჯავახეთი – 014,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 854 საიდანაც: 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 106, აჭარაში – 913, იმერეთში – 968.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 398 პირი, მათ შორის, თბილისში – 597, აჭარაში – 139, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 192, აჭარაში – 19, იმერეთში – 17.

3 457 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 609 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 43 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აღნიშნავს საქართველოს მთავრობა.

NCDC-ს მონაცემებით, გასულ 24 საათში ქვეყანაში 26 524 აცრა ჩატარდა. იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, სულ ჩატარებულია 767 882 აცრა, ხოლო სრულად აცრილია 229 236 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი