ახალი ამბები

სასტიპენდიო კონკურსების შედეგები ცნობილია – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“

13 აგვისტო, 2021 • 1444
სასტიპენდიო კონკურსების შედეგები ცნობილია – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“

დასრულდა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სამი დიდი სასტიპენდიო კონკურსი მწერლების, გამომცემლობებისა და მთარგმნელებისთვის. გამარჯვებულები სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ უკვე გამოავლინა.

მწერლების სასტიპენდიო კონკურსს არ ჰქონდა დადგენილი პრიორიტეტული ჟანრები და შეირჩა როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული ნაწარმოებებიც. კონკურსის აუცილებელი პირობა იყო, რომ ნაწარმოები, ან მისი ნაწილი არსად არ უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული.

„მწერლების კონკურსში გამარჯვებული ავტორები არიან: დიანა ანფიმიადი, ოთარ ჯირკვალიშვილი, სოფიკო დუმბაძე, ნინო სურამელაშვილი და დავით ჯიშკარიანი. ამ ავტორების წიგნები ერთმანეთისგან განსხვავებულია ჟანრული და სტილისტური თვალსაზრისით, ხუთივე წიგნი, ცხადია, სხვადასხვა თემას ეხება

მწერალთა სასტიპენდიო კონკურსში 300-მდე მონაწილე იყო და განაცხადი კიდევ უფრო მეტი შემოვიდა. საკმაოდ რთული იყო ტექსტების გადარჩევა, მაგრამ ჟიური ერთხმად შეთანხმდა საბოლოო გადაწყვეტილებაზე“ – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი ლუკა გრიგოლია.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის კოორდინატორი ლუკა გრიგოლია

მწერლების კონკურსში გამარჯვებული თითოეული ავტორი სტიპენდიას, 4000 ლარს მიიღებს.

მათი ტექსტები ჟიურიმ საბოლოოდ ასე შეაფასა:

  • დიანა ანფიმიადი – „აუტიზმი სახლსა და სკოლაში“

ჟიურის კომენტარი: წიგნი ნამდვილი სიახლეა ქართულენოვან დარგობრივ ლიტერატურაში. ეს არის ღრმა და შთამბეჭდავი რეფლექსია ენაზე, ენაში ხორცშესხმულ ხატოვან აზროვნებაზე. ეს ნაშრომი სასწავლო მიდგომების ახლებური, ანალიტიკური გააზრებაცაა და ლიტერატურული ღირებულება აქვს.

  • სოფიკო დუმბაძე – „მადლიერების მთა“

ჟიურის კომენტარი: დებიუტანტი ავტორის ლექსები გამოირჩევა მოდური ტენდენციების სრული უგულებელყოფით. თითოეულ ლექსი ბუნების ცოცხალ ესთეტიკას ქმნის და არა ხელოვნურ კონსტრუქტს. ამითვე გადალახავს ნატურალიზმს და გვაზიარებს გამოცდილებას, რომელიც არა მხოლოდ ბუნებასთან ახლოს მყოფ ან ბუნებაზე შეყვარებულ ადამიანს შეიძლება გააჩნდეს, არამედ – ბუნებაში მშრომელ ადამიანს.

  • რატი რატიანი – „რომეო იცინოდა“

ჟიურის კომენტარი: თითქოს ნაცნობ, მაგრამ ახალ პერსონაჟებში, უჩვეულო რაკურსით მოყოლილ ნაცნობ მოვლენებში, დაკვირვებულ, ოსტატურ აღწერებში, იგრძნობა ავტორის ინტელექტუალური და სამწერლო პოტენციალი. ის ახერხებს, კლიშედ ქცეული ავტობიოგრაფიის ფორმატიდან გამოვიდეს და რომანის სახით თამამად, გულწრფელად და დამაჯერებლად მოყვეს მისი თაობის ერთგვარი კოლექტიური ბიოგრაფიაც და გამონაგონიც.

  • ოთარ ჯირკვალიშვილი – „კრიტიკული წერილები“

ჟიურის კომენტარი: გამოირჩევა გაანალიზებული ტექსტების ღრმა ცოდნით, მაღალი ანალიტიკით და სანიმუშო ლოგიკით ჩატარებული კრიტიკული კვლევით. ხაზგასასმელია ავტორის ფართო კულტურული თვალსაწიერი და კვლევაში პროფესიულ გამოცდილებათა მობილიზების მაღალი ხარისხი.

  • დავით ჯიშკარიანი  –  „37 ამბავი 1937 წელზე“

ჟიურის კომენტარი: ტექსტი ინტენსიურ საარქივო სამუშაოზე დაყრდნობით შედგენილი და სამეცნიერო-პოპულარული ენით დაწერილი დოკუმენტური პროზაა საქართველოში  სტალინური ტერორის შესახებ. ავტორი მოგვითხრობს „ჯალათების“ შესახებ  – შინსახკომის თანამშრომლებსა  და სამეულის წევრებზე, აღწერს ტერორის ყოველდღიურობას, აანალიზებს  მეხსიერების პოლიტიკის წარმოებას რეპრესიებთან მიმართებაში და ა.შ. რაც წიგნს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

[red_box]სტიპენდია გამომცემლებისთვის : კონკურსის შედეგები[/red_box]

თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში გამომცემლობებისთვის ჩატარებული კონკურსის შედეგებიც ცნობილია.

სტიპენდია გამომცემლობებს გადაეცემათ საავტორო ლიცენზიის შესაძენი თანხის სრულად ან ნაწილობრივ დასაფარად. კონკურსის თარგმნილი ლიტერატურის გამოცემის ხელშეწყობაა.

კონკურსში გამარჯვებული განაცხადებია:

  • ფოტოგრაფიაზე“ – გამომცემლობა „დიოგენე“, ავტორი – სუზან ზონტაგი, მთარგმნელი – გიგლა გონაშვილი;
  • თუ ეს ადამიანია“ – გამომცემლობა დიოგენე“, ავტორი – პრიმო ლევი, მთარგმნელი – დარეჯან კიკოლიაშვილი;
  • დაკარგული სული“ – გამომცემლობა ზოლიანი კატა“, ავტორი – ოლგა ტოკარჩუკი, მთარგმნელი – გიორგი გოკიელი;
  • მთელი სიცოცხლე“ – გამომცემლობა მელანი“, ავტორი – რობერტ ზეეტალერი, მთარგმნელი – დავით კაკაბაძე;
  • ლექციები ლიტერატურაზე“, გამომცემლობა „პეგასი“, ავტორი – ვლადიმირ ნაბოკოვი, მთარგმნელი – ოთარ ჯირკვალიშვილი;
  • კლარა და მზე“- გამომცემლობა პალიტრა L“, ავტორი – კაზუო იშიგურო, მთარგმნელი – თამარ ჯაფარიძე;
  • „De avond is ongemak“ – გამომცემლობა პალიტრა L“, ავტორი – მარიკე ლუკას რიინეველდი, მთარგმნელი – დავით ღოლიჯაშვილი;
  • მწერლები და საყვარლები“ – „ქარჩხაძის გამომცემლობა“, ავტორი – ლილი კინგი, მთარგმნელი – სოფო ქარჩხაძე;
  • სულა“ – გამომცემლობა „ინტელექტი“, ავტორი – ტონი მორისონი, მთარგმნელი – ზაზა ჭილაძე;
  • მოკლე წერილი, ხანრძლივი დამშვიდობება“ – გამომცემლობა „ინტელექტი“, ავტორი – პეტერ ჰანდკე, მთარგმნელი – მზია გალდავაძე.

[red_box]მთარგმნელთა კონკურსის შედეგები[/red_box]

მთარგმნელთა კონკურსის მიზანი იყო მოემზადებინა მთარგმნელები, რომლებიც ქართულად ნაკლებად თარგმნილ ენებზე იმუშავებდნენ სამომავლოდ.

„მთარგმნელების კონკურსშიც შეირჩა ხუთი გამარჯვებული. ისინი შეისწავლიან პორტუგალიურ, ესპანურს, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს.

მართალია, ჩვენს პრიორიტეტულ ენებში არ შედიოდა ფრანგული და გერმანული ენები, ახალგაზრდა მთარგმნელებმა შემოიტანეს განაცხადი და ჟიურიმ მიიჩნია, რომ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა საკუთარი ძალების გამოცდის და გამოცდილების დაგროვებისა“ – ამბობს პროექტების კოორდინატორი ლუკა გრიგოლია.

მთარგმნელობით სტიპენდიას გამარჯვებულები 10 თვით მიიღებენ 2021 წლის ივლისიდან.


თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

მასალების გადაბეჭდვის წესი