საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი.
ამავე პერიოდში 2 726 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჩატარდა 50 937 ტესტირება. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,52%-ია, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო 7 დღის – 10,74%
საქართველოში, 13 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად აიცრა 741 353 ადამიანი, აქედან სრულად ვაქცინირებულია 225 053. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აიცრა 25 432 ადამიანი.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 471 685 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 415 146 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6 321 ადამიანი.