ახალი ამბები

არ ვიცი რა კადრები ნახეთ, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია – ღარიბაშვილი 7 აგვისტოს სუფრაზე

8 აგვისტო, 2021 •
არ ვიცი რა კადრები ნახეთ, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია – ღარიბაშვილი 7 აგვისტოს სუფრაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 7 აგვისტოს სოფელ არხილოსკალოში ხალხმრავალ სუფრაზე დისტანცია დაცული და ყველაფერი წესრიგში იყო.

ღარიბაშვილის თქმით, მას სუფრმადე “ყველაფერი გაზომილი და შემოწმებული” ჰქონდა.

“ჩვენთვის საამაყო ახალგაზრდა კაცთან, ლაშა ბექაურთან, მისი მოწვევით ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში. ორივენი ვართ აღნიშნული რაიონიდან.ჩავედი სოფელში, ხალხთან ერთად აღვნიშნეთ მისი ტრიუმფალური გამარჯვება. ამის შემდეგ გაიმართა[სუფრა], რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა ძირითადად სოფლის მოსახლეობა, ახლობლები და მეგობრები. თქვენ არ ვიცი რა კადრები ნახეთ, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია,  ჩვენ ვისხედით დისტანციის დაცვით, მეტ-ნაკლებად, როგოც შეგვეძლო.

ახლა მე შეგეკითხებით თქვენ გულწრფელად, ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით? მე მანამდე ეს ყველაფერი გაზომილი და შემოწმებული მქონდა, ჩვენს მუნიციპალიტეტში ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი და მანამდე ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინასწარ გატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.

ეს იმ ფონზე, როცა თავად ღარიბაშვილი, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას არაერთგზის მოუწოდებენ, გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ხალხმრავალ თავყრილობებში მონაწილეობისგან, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ.

ამასთან, მთავრობამ 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ “გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების – ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

ირაკლი ღარიბაშვილს აცრისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი