ახალი ამბები | რეკლამა |

ბათუმის სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ,,აჭარაბეთ არენა“ ერქმევა

6 აგვისტო, 2021 | | 637
ბათუმის სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ,,აჭარაბეთ არენა“ ერქმევა

ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში,  ,,აჭარაბეთ არენა“ ერქმევა.

ბათუმის ახალი სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებულ აუქციონში კომპანია „აჭარაბეთმა“ გაიმარჯვა და აღნიშნული უფლება 8.7 მილიონ ლარად შეიძინა. 

კომპანიას მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.

ბათუმის სტადიონი batumis stadionis misamarti

აუქციონში გამარჯვებული კომპანია ,,აჭარაბეთი“ – რომელმაც ბათუმის სტადიონის დასახელებისა და რეკლამირების უფლება მოიპოვა, ყოველწლიურად აჭარის პროექტების მართვის კომპანიას 1,75 მლნ ლარს გადაუხდის, 5 წლის განმავლობაში ჯამური თანხის ოდენობა კი 8.7 მილიონი ლარი იქნება.

ახალ სტადიონზე საშინაო მატჩებს ბათუმის „დინამო“ მართავს. ეროვნული ლიგის პარალელურად, სტადიონი, „უეფას კონფერენს ლიგის“ მატჩებსაც მასპინძლობს. შემოდგომაზე კი საშინაო შეხვედრებს ,,აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს.

batumis stadioni

მასალების გადაბეჭდვის წესი