ნეტგაზეთი | ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე კომერციული ფართების იჯარით გაცემა მიმდინარეობს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე კომერციული ფართების იჯარით გაცემა მიმდინარეობს – Netgazeti
Batumelebi | RU

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე კომერციული ფართების იჯარით გაცემა მიმდინარეობს

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის, პანორამული რესტორნის იჯარით გაცემა მიმდინარეობს. კერძოდ, ვებგვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ., 776,24 კვ.მ. და 691,28 კვ.მ. კომერციულ ფართობებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს, უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 2023 წელს უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ასევე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გამართავს.

იხილეთ ელექტრონული აუქციონების ლინკები:

https://eauction.ge/Home/EntityView/720414

https://eauction.ge/Home/EntityView/720403

https://eauction.ge/Home/EntityView/720412

https://eauction.ge/Home/EntityView/720421

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი