ახალი ამბებირეკლამა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე კომერციული ფართების იჯარით გაცემა დაიწყო

10 ივნისი, 2021 • 1304
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე კომერციული ფართების იჯარით გაცემა დაიწყო

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის პარკინგისა და პანორამული რესტორნის იჯარით გაცემა დაიწყო.

ბათუმის სტადიონი

ბათუმის სტადიონი

კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ. და 776,24 კვ.მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ).

ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს.

ბათუმის სტადიონი

ბათუმის სტადიონი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 2023 წელს უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ასევე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გამართავს.

ბათუმის სტადიონი

ბათუმის სტადიონი

იხილეთ ელექტრონული აუქციონების ლინკები:

https://eauction.ge/Home/EntityView/715527

https://eauction.ge/Home/EntityView/715538

https://eauction.ge/Home/EntityView/715541

https://eauction.ge/Home/EntityView/715544

მასალების გადაბეჭდვის წესი