ახალი ამბები | რეკლამა | ,

ბათუმის სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის

23 ივნისი, 2021 | | 1409
ბათუმის სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის

ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა.

შპს ,,აჭარის პროექტების მართვის” კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონი შედგა. გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს.

აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.

ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს და უნდა მოიცავდეს სიტყვა ,,არენას“. საბოლოო დამტკიცებისთვის სახელი სტადიონის მესაკუთრეს უნდა წარუდგინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი