ახალი ამბები

Gino Paradise ვაქცინირებულებს ფასდაკლებას და გათამაშებას სთავაზობს

5 აგვისტო, 2021 • 1519
Gino Paradise ვაქცინირებულებს ფასდაკლებას და გათამაშებას სთავაზობს

კომპანია Gino Paradise ვაქცინირებულ მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლებას და გათამაშებას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს.

“ჯინოს, როგორც ევროპული კომპანიის, უმთავრესი ამოცანაა ჯანდაცვის სისტემის თანადგომა, ვაქცინაცის პროცესის წახალისება, დაჩქარება და პანდემიის დასრულება. ჯინოში მკაცრად ვითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას და ვქმნით ჯანსაღ გარემოს ჩვენი სტუმრებისთვის. მოვუწოდებთ სხვა კომპანიებსაც, რომ შემოგვიერთდნენ, გამოიჩინონ ინიციატივა ვაქცინაციის წასახალისებლად და ერთად ვებრძოლოს კოვიდ პანდემიას! აიცერი, ვაქცინა გვიცავს!”, – წერს კომპანია ფეისბუკ გვერდზე.

ვაქცინაციის წასახალისებლად საქართველოში არაერთმა კომპანიამ გამოაცხადა სხვადასხვა მომსახურებაზე ფასდაკლება.

5 აგვისტოს დილის მონაცემებით საქართველოში 564 691 აცრა ჩატარდა და 178 077 ადამიანი აიცრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი