ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალშია

5 აგვისტო, 2021 • 1672
გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალშია

ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის 125 კგ. წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირის ფინალშია.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და გარანტირებული მედლისთვის ფინალში იასპარეზებს.

პეტრიაშვილის მიერ მოპოვებული მედალი საქართველოს დელეგაციისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-8 იქნება. აქედან 4 მედალი ქართველმა სპორტსმენებმა ძიუდოში მოიპოვეს, ერთი- ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ორი მედლის მიღება კი ძალოსნება შეძლეს.

მათგან, ერთი ოქრო ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი ვერცხლის პრიოზიორები გახდნენ. იაკობ ქაჯაიამ  კი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთი მედლის მოპოვება ძალოსნობაში ანტონ პლესნოიმ შეძლო, რომელმაც ტრავმის მიუხედავად ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა. სპორტის ამავე სახეობაში ოქროს მედალი კი ლაშა ტალახაძემ მოიპოვა და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი