ახალი ამბები

მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო გაიზრდება ხანძრების რისკი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

4 აგვისტო, 2021 • 991
მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო გაიზრდება ხანძრების რისკი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური,  ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო, მოსახლეობას აფრთხილებს ტყესა და მინდვრებში ხანძრების გაჩენის რისკების შესახებ.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სამსახური ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი