ცხოველების გრუმინგ სალონი ვაქცინაცირებულ კლიენტებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც კომპანია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, ცხოველისთვის გრუმინგის პროცედურაზე ფასდაკლების მისაღებად მოქალაქემ ვაქცინაციის საბუთი და პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს.
3 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 523 266 აცრა ჩატარდა, მათ შორის სრულად აიცრა 165 084.
აცრის მსურველებს ონლაინ რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საიტზე booking.moh.gov.ge, ან ტელეფონის ნომრებზე 1522 ან 144-3 დარეკვის საშუალებით.