ყოფილი სპორტსმენი ნანა ნებიერიძე გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა. ამის შესახებ ნებიერიძემ ფეისბუქზე დაწერა.
“ამბობენ, “პოლიტიკა ბინძური” საქმეაო…არა, ბატონებო.. პოლიტიკას ადამიანები ქმნიან… ჰოდა, უნდა მოვიხადო ჩემი ვალი, რაც ასე ძალიან მაწუხებს, მე თავად უნდა შევცვალო, ვიბრძოლო..და მოვიგო! დიახ, მოვიგო ჩემი სამშობლოს უკეთესი მომავალი! ბრძოლას ბავშვობიდან ვარ მიჩვეული, ოღონდ სპორტულ შეჯიბრებებში, სპორტულ დარბაზებში..ახლა კი ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის გიორგი გახარიას გუნდთან ერთად..
პატივისცემით და დიდი სიყვარულით თქვენი საქართველოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე წყალში ხტომაში ნანა ნებიერიძე”, – წერს ნანა ნებიერიძე.
ნებირიძე წყალში ხტომაში ასპარზებოდა და მონაწილეობა აქვს მიღებული 2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებში.