ახალი ამბები

რას ფიქრობს ხალხი 19 აპრილის შეთანხმებაზე – კვლევა

2 აგვისტო, 2021 • 1031
რას ფიქრობს ხალხი 19 აპრილის შეთანხმებაზე – კვლევა

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი კვლევის თანახმად, 19 აპრილის შეთანხმების შესახებ გამოკითხულთა 62%-ს სმენია, 32%-ს კი- არა.

კითხვაზე, გსმენიათ თუ არა 19 აპრილის შესახებ, რომელმაც ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტი უნდა დაასრულოს, გამოკითხულთა 6% არ პასუხობს ან არ იცის.

იმ გამოკითხულთა 77%, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების შესახებ გაუგია, ფიქრობს, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეთანხმებაზე ხელი უნდა მოეწერათ, 18% კი ფიქრობს, რომ შეთანხმებაზე ხელი არ უნდა მოეწერათ.

 


აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი