ახალი ამბები

გამომცემლობა “ინტელექტმა” პრემია “ლიტერადან” ყველა წიგნი მოხსნა

31 ივლისი, 2021 • 1646
გამომცემლობა “ინტელექტმა” პრემია “ლიტერადან” ყველა წიგნი მოხსნა

გამომცემლობა “ინტელექტის” ინფორმაციით, ავტორებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებით, გამომცემლობამ პრემია „ლიტერადან“ ყველა წიგნი მოხსნა. ამის შესახებ “ინტელექტმა” ინფორმაცია დღეს, 31 ივლისს გაავრცელა.

გამომცემლობამ პრემიიდან მოხსნა შემდეგი წიგნები:

  • რუსუდან რუხაძე, „სიყვარულის წონა“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • გურამ პეტრიაშვილი, „კაცი და მისი უცნაური პიანინო“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • რატი მუჯირი, „მ@ილები ავღანეთზე“, | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ბექა ქურხული, „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • TORESA MOSSY, „ორდროშობანა“| წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • საბა სავანელი, „ბინიტა. გზა უკაცრიელი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ჯაბა ზარქუა, „ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ნინო სადღობელაშვილი, „დაბადების დღე“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თეონა დოლენჯაშვილი, „ჩიტი არ გამოფრინდება“| წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ნათია გიორგაძე, „ხმის მატარებელი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თემურ ელიავა, „საქანელა“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ბელა ჩეკურიშვილი, „ნანას ცხენი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ბესიკ ხარანაული, „ეჰ, ბესარიონ“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ბესიკ ხარანაული, „ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ეკა ქევანიშვილი, „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ირმა შიოლაშვილი, „ოქტომბერი“| წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • გიორგი შონია, „რობოტების ყვავილები“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ზვიად კვარაცხელია, „დარეკე! დაუბარე!“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ელიზბარ ელიზბარაშვილი, „ქიმიური რე-აქციები“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ვახტანგ ჯავახაძე, „გალაკტიონის გარეშე“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ციცი გაბესკირია, „ჰეი, თქვენ, დემოკრატებო!“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ბესიკ გვაზავა, „ბიზნესის ჰუმანიზაცია“
  • თეონა ჭანიშვილი, „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თეონა ჭანიშვილი, „ამბავი ლილე იროელისა“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თეონა ჭანიშვილი, „ცხოველების კარ-მიდამო“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თეონა ჭანიშვილი, „მანცხვარკარი“| წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თაკო ბაქრაძე, „კაცი და მისი უცნაური პიანინო“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თამაზ ჩხაიძე, „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ნინო სამყურაშვილი, „ჯავშანი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ნანა აბულაძე, „აკუმი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • დავით ქაშიაშვილი, „მორნიბიე კაჰ“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ირინა ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • მიშა ანდღულაძე, „ნადგომი წყალი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თენგიზ პაჭკორია, „აჩქარებული პულსი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თამარ არდიშვილი, „დიოფიტები“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • თინა ჭილაძე, „თამაზთან და ოთართან ერთად“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • ელენე კვირკველია, „წყვეტა“| წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • გუგა ჩხიკვაძე, „წითელი კლავიშები“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • გიორგი აბდუშელიშვილი, „წმინდა ლახვარი“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • საბა სავანელი, „კაცი წნეხის ქვეშ“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე
  • კოკა წულაია, „გლდანის ციხის დღიური“ | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, მწერლების ნაწილმა კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა. მათი რიცხვი კი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა.

სწორედ ამ მიზეზებს ასახელებენ ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც ბოიკოტის ნიშნად “ლიტერას” გრძელი სიიდან საკუთარ ნაწარმოებებს ხსნიან.

ასევე კონკურსი ხუთი ჟიურის წევრიდან ოთხმა დატოვა და ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

“ლიტერადან” წიგნები გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემაც მოხსნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი