ახალი ამბები

“ლიტერადან” წიგნები გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემაც მოხსნეს

31 ივლისი, 2021 • 4503
“ლიტერადან” წიგნები გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემაც მოხსნეს

ბესიკ ხარანაულთან, ვახტანგ ჯავახაძესთან და გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით გამომცემლობებმა ლიტერატურული პრემია “ლიტერადან” მწერლების წიგნები მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამომცემლობებმა “არტანუჯი” და “ინტელექტი” თავად გაავრცელეს.

მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, მწერლების ნაწილმა კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა. მათი რიცხვი კი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა.

სწორედ ამ მიზეზებს ასახელებენ ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც ბოიკოტის ნიშნად “ლიტერას” გრძელი სიიდან საკუთარ ნაწარმოებებს ხსნიან.

ამ დროისთვის კონკურსიდან საკუთარი ნაწარმოებები მოხსნეს:

  • ნინო სამყურაშვილი – ჯავშანი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • რატი მუჯირი – მეილები ავღანეთზე, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ტორესა მოსი – ორდროშობანა, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ჯაბა ზარქუა – ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი, გამომწემლობა “ინტელექტი”;
  • მათე სარალიშვილი – მივიწყებულნი, “სულაკაურის გამომცემლობა”;
  • ირაკლი კაკაბაძე – ამაღლების ქუჩა, გამომცემლობა “არტანუჯი;
  • დავით ქაშიაშვილი – მორნიბიე კაჰ, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ბელა ჩეკურიშვილი – ნანას ცხენი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ელენე კვირკველია – წყვეტა, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ზვიად კვარაცხელია – დარეკე! დაუბარე!, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ნათია გიორგაძე – ხმის მატარებელი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ანდრო დადიანი – განსაწმენდელი, “კალმოსანი”;
  • გიორგი შონია – რობოტების ყვავილები, გამომცემლობა “ინტელექტი”
  • ასევე დიზაინერმა ნატალია ავალიანმა – დამწყები / ლაბირინთი მანუელისთვის, გაომცემლობა “პალიტრა L” (ნომინაცია – წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი).
  • და თეონა ჭანიშვილიმა – სამი მედეა. პიესები / ამაღლების ქუჩა / იროელთა ქრონიკები (ნისლებში და ნისლებს მიღმა და ამბავი ლილე იროელისა) / ცხოველების კარ-მიდამო / მანცხვარკარი, გამომცემლობები “ინტელექტი” და “არტანუჯი”.
  • კონკურსი ხუთი ჟიურის წევრიდან დატოვა ოთხმა მათგანმა და ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა.
    “ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი