ახალი ამბები

ანტონ პლესნოიმ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

31 ივლისი, 2021 • 772
ანტონ პლესნოიმ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს 2020-ის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მას 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ატაცში პლესნოიმ ჯერ 173 კილოგრამი დააფიქსირა, შემდეგ 177 კილოგრამი შეუკვეთა და ასწია, აკვრაში კი მან 210 კილოგრამი ასწია.

ორჭიდში პლესნოიმ ჯამში 387 კილოგრამი ასწია. იგივე შედეგი ჰქონდა ვერცხლის მედლის მფლობელს, ვენესუელელ ძალოსანს. პირველი ადგილი კი ყატარელმა სპორტსმენმა მოიპოვა, რომელმაც ჯამში 402 კილოგრამი ასწია და ოლიმპიური რეკორდი მოხსნა.

საქართველოსთვის ეს ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე მეხუთე მედალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი