ახალი ამბები

ფაიზერის 162 630 დოზა საქართველოში შემოვიდა

31 ივლისი, 2021 • 1434
ფაიზერის 162 630 დოზა საქართველოში შემოვიდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში 162 630 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინა შემოვიდა და იმუნიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დოზები სახელმწიფომ პირდაპირ კომპანიისგან შეისყიდა და ამ გზით ქვეყანაში ფაიზერის წარმოების მილიონი დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს. უწყების უნფორმაციით, ამ ეტაპისთვის მილიონი დოზიდან დაახლოებით 218 ათასია შემოსული.

ახალი დოზები ვაქცინაციის პროტალზე, booking.moh.gov.ge-ზე პერიოდულად დაემატება. ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა მსურველებს ასევე შეუძლიათ ცხელი ხაზის 1522-ის დახმარებით.

გუშინ, 30 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ამ დროისთვის ჯამში 2 მილიონ დოზამდე ვაქცინაა მობილიზებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 481 591 აცრა ჩატარდა, ორჯერადად კი 157 754 ადამიანი აიცრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი