ახალი ამბები

გუნდის შიგნით მისი მეტსახელი იყო „ბოლი“ – კობახიძე გახარიაზე

30 ივლისი, 2021 • 4590
გუნდის შიგნით მისი მეტსახელი იყო „ბოლი“ – კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის შიგნით გიორგი გახარიას,  ყოფილი თანაგუნდელის, მეტსახელი იყო „ბოლი“.

„გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო ბოლი – ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს“, – თქვა კობახიძემ 30 ივლისს „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი და „ქართული ოცნება“ 2021 წლის თებერვალში დატოვა ნიკა მელიას დაკავებაზე უთანხმოების ფონზე. მას შემდეგ მხარეები ერთმანეთს აკრიტიკებენ.

გახარიას ოცნებაში ყოფნისას პარტიის სხვა ლიდერები მას ხშირად აქებდნენ. მაგალითად, ფრაზა – „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“, – ეკუთვნის სწორედ ირაკლი კობახიძეს.

ბუზი ბევრი ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუის – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი