„ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელების) მშენებლობა/ მოწყობას გეგმავს.

ირაკლი კობახიძის განკარგულების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების მშენებლობა/მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმა და გატარება.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 2030 წლის პირველ იანვრამდე „შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ უნდა უზრუნველყოს  4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის კომპლექსის მშენებლობა/მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, შემდეგი საპროექტო ზონირების დაცვით:

  • კახეთი
  • შიდა ქართლი – მცხეთა – მთიანეთი
  • იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
  • სამცხე-ჯავახეთი

ასევე, კომპანიამ რეგიონული ობიექტების კომპლექსების მშენებლობის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს ნარჩენების დამუშავების ობიექტის მოწყობა.


2022 წლის აგვისტოში დაამტკიცეს ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2026 წლისთვის საქართველოში უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელები და გადამტვირთი სადგურები, ამავე დროისთვის უნდა დაიხუროს ყველა ძველი ნაგავსაყრელი.

ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ 2026 წლამდე ქვეყანაში, ყველა დასახლებულ პუნქტში დაინერგოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ახალი სერვისიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.

ახალი ნაგავსაყრელები ყველა დასახლებულ პუნქტში – 2022-2026 წლის ეროვნული გეგმა