საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერი და კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ სპორტულ კარიერას ასრულებს.
32 წლის ვარლამ ლიპარტელიანმა დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 100 კგ წონაში იჭიდავა და გამოსვლა უმედლოდ დაასრულა. მან ნახერვაფინალი იაპონელ, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩი რუს სპორტსმენთან დათმო.
“მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა. დღემდე იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულისტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი, ვიცი, თქვენი გახარება… მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ. იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ, ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ ყველას”, – წერს ფეისბუკზე ლიპარტელიანი