ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კორეელ ჩუ გუჰამს დაუპირისპირდება.

ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალამდე ფრანგ ალექსანდრ იდირს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს, ეგვიპტელ რამადან დარვიშს და მონღოლ ოქტონბატარ ლხაგვასურენს მოუგო.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის მიხედვით, ვარლამ ლიპარტელიანი თავის წონაში პირველ ადგილზეა 5161 ქულით. შესაბამისად, ქართველი სპორტსმენი ტურნირის მთავარი ფავორიტია და ახლოს არის მსოფლიოს ოქროს მედალთან. ფინალში ვარლამის მეტოქე, გუჰამ ჩუ მსოფლიო რეიტინგში მე-10 პოზიციაზეა 2896 ქულით.

ვარლამ ლიპარტელიანის შედეგები და შეხვედრების ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.