ახალი ამბები

ლიპარტელიანმა ოლიმპიური მედალი გაინაღდა – ქართველი ძიუდოისტი ფინალშია

10 აგვისტო, 2016 • 2118
ლიპარტელიანმა ოლიმპიური მედალი გაინაღდა – ქართველი ძიუდოისტი ფინალშია

ოქრო ან ვერცხლი – საქართველოს ნაკრებმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მეორე მედალი გაინაღდა. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა კორეელი მსოფლიო ჩემპიონი დონჰან გვაკი ორი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

27 წლის ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთო. ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერთან იჭდავებს. ფინალური ბლოკის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლი უზრუნველყოფს.

მეოთხედფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი დაამარცხა, მერვედფინალში ნაურუელ ოვინი უერასას მარტივად მოუგო, ხოლო მანამდე ტაჯიკელ კომრონშოკ უსტოპირიონს სძლია.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. ის გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი