ახალი ამბები

“ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს” – ვიოლა ფონ კრამონი

28 ივლისი, 2021 • 2660
“ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს “ტვიტერზე” ეხმაურება და აკრიტიკებს როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

ევროპარლამენტარის თქმით, დღევანდელი განცხადების ფონზე განაკუთრებით სასაცილოა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინტერვიუ, სახელწოდებით “გვჭირდება პოსტ 2020 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის გამო გააკრიტიკა:

“განვითარებული მოვლენების ფონზე ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრბეით სასაცილოა. “ქართულმა ოცნებამ” ღიად განაცხადა, რომ მათი ხელმოწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე ანულირებულია.

სამართლიანი რომ ვიყო, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” არანაირი ძალისმევა არ გაწია, ევროკავშირთან შეთანხმებას რომ შეერთებოდა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს საკუთარი მოქალაქეების ზურგს უკან. ეს პროცესს არ ეხმარება” ,- წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი