ახალი ამბები

ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

25 ივლისი, 2021 • 1794
ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ეს პირველი მედალია, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მიიღო.

ვაჟა მარგველაშვილი საქართველოს სამგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია. ასევე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზეც.

იაპონიის დედაქალაქში საქართველოდან 35 სპორტსმენი ასპარეზობდა სპორტის 11 სახეობაში.

ოლიმპიადა – ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი

მასალების გადაბეჭდვის წესი