ახალი ამბები

ვინ იასპარეზებს საქართველოს სახელით ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე

21 ივლისი, 2021 •
ვინ იასპარეზებს საქართველოს სახელით ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი სპორტსმენით წარდგება. შეჯიბრებები ოლიმპიადის ფარგლებში 24 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 96 სპორტსმენი და გათამაშდება მედლების 6 კომპლექტი 60, 67, 77, 87, 96, და 130 კგ წონით კატეგორიებში.

სპორტის ამ სახეობაში საქართველოდან იასპარეზებენ:

რამაზ ზოიძე

რამაზ ზოიძე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 67 კგ. წონით კატეგორიაში.

ტიტულები: 23-წლამდელებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი, 23-წლამდელებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი.

ლაშა გობაძე

ლაშა გობაძე, ფოტო: EPA

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიტავე 87 კგ. წონით კატეგორიაში.

ტიტულები: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

გიორგი მელია

გიორგი მელია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიტავე 97 კგ. წონით კატეგორიაში.

ტიტულები: საფრანგეთის გრან-პრის გამარჯვებული, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.

იაკობ ქაჯაია

იაკობ ქაჯაია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭირავე 130 კგ. წონით კატეგორიაში.

ტიტულები: ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

თავისუფალი ჭიდაობა

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 192 სპორტსმენი: 96 კაცი და 96 ქალი. გათამაშდება მედლების 12 კომპლექტი
კაცების: 57; 65; 74; 86; 97, 125 და ქალების 50; 53; 57; 62; 68  და 78 კგ წონით კატეგორიებში.

საქართველოდან იასპარეზებენ:

ავთანდილ კენჭაძე

ავთანდილ კენჭაძე

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 74 კგ. წონით კატეგორიაში.

ტიტულები: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

ელიზბარ ოდიკაძე

ელიზბარ ოდიკაძე

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 97 კგ. წონით კატეგორიაში:

ტიტულები: ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.

გენო პეტრიაშვილი 

გენო პეტრიაშვილი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 125 კგ. წონით კატეგორიაში.

ტიტულები: მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი.

კარატე

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 80 სპორტსმენი: 40 კაცი და 40 ქალი. გათამაშდება მედლების 8 კომპლექტი

საქართველოდან იასპარეზებს:

გოგიტა არქანია

გოგიტა არქანია, ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

კარატე, 75 კილოზე მეტი წონითი კატეგორია.
ტიტულები: მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი, ევროპის სამგზის პრიზიორი, ევროპული თამაშების პრიზიორი.

კრივი

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 286 სპორტსმენი, გათამაშდება მედლების 13 კომპლექტი.

საქართველოდან იასპარეზებენ:

სახილ ალახვერდოვი

სახილ ალახვერდოვი – ქართველი მოკრივე. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

მოკრივე 52 კგ. წონით კატეგორიაში.
ტიტულები: ორგზის ევროპის ჩემპიონი.

ესკერხან მადიევი

ესკერხან მადიევი – საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივე. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

მოკრივე 69 კგ. წონით კატეგორიაში.
ტიტულები: ევროპის ჩემპიონი.

გიორგი ხარაბაძე

გიორგი ხარაბაძე – ქართველი მოკრივე. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

მოკრივე, 75 კგ წონით კატეგორიაში.
ტიტულები: ევროპის ჩემპიონი.

მძლეოსნობა

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 1900 სპორტსმენი და გათამაშდება მედლების 48 კომპლექტი.

საქართველოდან იასპარეზებენ:

გიორგი მუჯარიძე – ბირთვის კვრა

გიორგი მუჯარიძე – მძლეოსნობა, ბირთვის კვრა. ფოტო: საქართველოს ბანკი.

მძლეოსანი – ბირთვის კვრა.

საკვალიფიკაციო შედეგი 21.21 მ.

ბენიკ აბრამიანი

მძლეოსანი – ბირთვის კვრა.

საკვალიფიკაციო შედეგი 21.11მ

სოფიკო შათირიშვილი

მძლეოსანი – ბირთვის კვრა.

საკვალიფიკაციო შედეგი 18.74 მ.

ბაჩანა ხორავა

მძლეოსანი – სიგრძეზე ხტომა.

საკვალიფიკაციო შედეგი 8.24 მ.

ლაშა ღულელაური

მძლეოსანი – სახტომი.

საკვალიფიკაციო შედეგი 17.16 მ.

მხატვრული ტანვარჯიში

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 26 სპორტსმენი. გათამაშდება მედლების 2 კომპლექტი.

საქართველოდან იასპარეზებს:

სალომე ფაჟავა

სალომე ფაჟავა – ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე.
ტიტულები: მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიო თასების პრიზიორი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

ტყვიის სროლა

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 360 სპორტსმენი, გათამაშდება მედლების 15 კომპლექტი.

საქართველოდან იასპარეზებს:

ნინო სალუქვაძე

ნინო სალუქვაძე, ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

მიზანში მსროლელი.
ტიტულები: სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი.

ფარიკაობა

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 212 სპორტსმენი, გათამაშდება მედლების 12 კომპლექტი.

საქართველოდან იასპარეზებს:

სანდრო ბაზაძე

სანდრო ბაზაძე – ქართველი მოფარიკავე. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ხმლით ფარიკაობა.
ტიტულები: მსოფლიოს თასის ოქროს მედალოსანი, 23 წლამდელებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი, 20 წლამდე ასაკის ევროპის ჩემპიონი.

ჩოგბურთი

შეჯიბრებში მონაწილეობას მიიღებს 172 სპორტსმენი, გათამაშდება მედლების 5 კომპლექტი.

საქართველოდან იასპარეზებს:

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთი

ტიტულები: მსოფლიო რეიტინგში 1565 ქულით 42-ე ადგილი. გერმანიისა და ჩინეთის ღია პირველობის და დოჰას ტურნირის გამარჯვებული.

* წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის გამო. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს. საქმეზე სასამართლო განხილვები ჯერჯერობით არ დასრულებულა.

ცურვა

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 878 სპორტსმენი, გათამაშდება მედლების 35 კომპლექტი.

საქართველოდან იასპარეზებენ:

მარიამ იმნაძე

მარიამ იმნაძე. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

100 მ თავისუფალი სტილით ცურვა ცურვა.
ტიტული: საქართველოს ჩემპიონი.

ირაკლი რევიშვილი

400 მ თავისუფალი სტილით ცურვა.

ძალოსნობა

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 198 სპორტსმენი და გათამაშდება მედლების 14 კომპლექტი კაცების 61; 67; 73; 81; 96; 109; +109 და ქალების 49; 55; 59; 64; 76; 87; და +87 კგ წონით კატეგორიებში.

საქართველოდან იასპარეზებენ:

შოთა მიშველიძე

შოთა მიშველიძე – ქართველი ძალოსანი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძალოსანი, 61 კგ წონითი კატეგორია.
ტიტულები: ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი.

გოგა ჩხეიძე

გოგა ჩხეიძე – ქართველი ძალოსანი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძალოსანი, 67 კგ. წონითი კატეგორია.
ტიტულები: 23 წლამდელებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი.

ანტონ პლესნოი

ანტონ პლესნოი – საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”

ძალოსანი, 96 კგ. წონითი კატეგორია.
ტიტულები: მსოფლიო ჩემპიონი, 23 წლამდელებს შორის ორგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასი 2020-ის ოქროს მედალოსანი.

ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე – ქართველი ძალოსანი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძალოსანი, 109 კგ-ზე მეტი წონითი კატეგორია.
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის რეკორდსმენი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი.

ძიუდო

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 386 სპორტსმენი, გათამაშდება მედლების 15 კომპლექტი

კაცების 60; 66; 73; 81; 90; 100; +100 კგ და ქალების 48; 52; 57; 63; 70 ; 78; და +78 კგ წონით კატეგორიებში ასევე გუნდურ შეჯიბრებაში – 3 კაცი, 3 ქალი.

საქართველოდან იასპარეზებენ:

ლუხუმ ჩხვიმიანი

ლუხუმ ჩხვიმიანი – ქართველი ძიუდოისტი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძიუდო, 60 კგ. წონითი კატეგორია.
ტიტულები: მსოფლიოს, ევროპის და ევროპული თამაშების ჩემპიონი.

ვაჟა მარგველაშვილი

ვაჟა მარგველაშვილი – ქართველი ძიუდოისტი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძიუდოისტი, 66 კგ წონითი კატეგორია.
ტიტულები: საქართველოს სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი – გუნდური, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

ლაშა შავდათუაშვილი 

ლაშა შავდათუაშვილი – ქართველი ძიუდოისტი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძიუდო, 73 კგ. წონითი კატეგორია
ტიტულები: ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი.

ტატო გრიგალაშვილი

ტატო გრიგალაშვილი – ქართველი ძიუდოისტი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძიუდოისტი, 81 კგ. წონითი კატეგორია.
ტიტულები: დოჰას მასტერსის გამარჯვებული, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი, გრან-პრი ბუდაპეშტის ჩემპიონი.

ლაშა ბექაური

ლაშა ბექაური – ქართველი ძიუდოისტი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძიუდოისტი, 90 კგ. წონითი კატეგორია.
ტიტულები: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონის ოქროს მედალოსანი, ევროპის ახალგაზრდული თასის ჩემპიონი.

ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი – ქართველი ძიუდოისტი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძიუდო, 100 კგ წონითი კატეგორია.
ტიტულები: ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი.

გურამ თუშიშვილი 

გურამ თუშიშვილი – ქართველი ძიუდოისტი. ფოტო “საქართველოს ბანკი”.

ძიუდოისტი, 100 კგ წონითი კატეგორია.
ტიტულები: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი – საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძიუდოისტი, 52 კგ. წონითი კატეგორია.
ტიტულები: ევროპის ღია თასის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი – ქართველი ძიუდოისტი. ფოტო: “საქართველოს ბანკი”.

ძიუდოისტი, 57 კგ. წონითი კატეგორია.
ტიტულები: 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი, ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი