ახალი ამბები

“ენერგო-პრო ჯორჯია” აცრილი თანამშრომლებისთვის ლატარიას ათამაშებს

23 ივლისი, 2021 • 3678
“ენერგო-პრო ჯორჯია” აცრილი თანამშრომლებისთვის ლატარიას ათამაშებს

ვაქცინაციის წასახალისებლად “ენერგო-პრო ჯორჯია” თანამშორმლებისთვის ლატარიას ათამაშებს. ლატარიაში მონაწილეობა კომპანიის აცრილ თანამშრომლებს შეუძლიათ.

როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, თამაშდება 10 ცალი 1500-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო ერთი გამარჯვებულისთვის – 5000-ლარიანი ვაუჩერი.

მათივე თქმით, ლატარიის ჩატარება ორი დღის წინ გამოცხადდა და გამარჯვებული 15 ოქტომბერს გამოვლინდება. 15 ოქტომბრამდე კი გათამაშებაში მონაწილეობა მათაც შეუძლიათ, ვინც ერთჯერადად აცრილი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი