ახალი ამბები

ტიკარაძე: ვაქცინაციის პორტალზე საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათში მიუვათ

23 ივლისი, 2021 • 1190
ტიკარაძე: ვაქცინაციის პორტალზე საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათში მიუვათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს ვაქცინაციის პორტალ Booking.moh.gov.ge-დან წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური არა დაუყოვნებლივ, არამედ 24 საათში მიუვათ.

ტიკარაძის თქმით, აღნიშნული ერთ-ერთია იმ ცვლილებებიდან, რომელიც პორტალის გამართულად მუშაობისთვის გატარდა. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ პირის რეგისტრაციის პროცესში რამდენიმე ბაზა მონაწილეობს და პროგრამაში დაშვებული იყო შეცდომები, რის გამოც თითოეულ ბაზასთან მიმართვიანობა რამდენჯერმე ხდებოდა – შედეგად კი საიტის გამტარუნარიანობა ფერხდებოდა:

“წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათში. აქ მონაწილეობს რამდენიმე ბაზა, როდესაც ადამიანი რეგისტრირდება. პროგრამაში იყო დაშვებული რამდენიმე შემთხვევა, რაც გულისხმობდა იმას, რომ რამდენჯერმე ხდებოდა თითოულ პროგრამასთან მიმართვიანობა, რაც გამტარუნარიანობას აფერხებდა.

ახლა ეს ნაკადი არის იმ კანონზომიერებით, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობას და უქმნის კონფორტს IT სამსახურს, ვინაიდან რამდენჯერმე მისდიოდათ მესიჯი და მესიჯები იყო გაურკეველი და არეული. ეს რომ არ განმეორდეს, გადაზუსტებული ინფორმაცია მიუვა ჩვენს მოქალაქეებს” ,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი