ახალი ამბები

ვაკო ავალიანი “რ2”-ის და “პრაიმტაიმის” ჰოლდინგის დირექტორი გახდა

21 ივლისი, 2021 • 2642
ვაკო ავალიანი “რ2”-ის და “პრაიმტაიმის” ჰოლდინგის დირექტორი გახდა

ვაკო ავალიანი, რომელმაც “მაესტროს” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ერთი კვირის წინ დატოვა, “რუსთავი 2”-ისა და “პრაიმტაიმის” ჰოლდინგის ერთ-ერთ დირექტორად დაინიშნა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჰოლდინგის დირექტორები არიან  აშშ-ის მოქაქალაქე ზაზა გველესიანი და ვაკო ავალიანი.

“ვაკო ავალიანი გახდა ერთ-ერთი დირექტორი. მეტი არაფერი შეცვლილა”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” “რუსთავი 2”-ის მმართველმა დირექტორმა თაკო ფხაკაძემ.

ვაკო ავალიანმა “მაესტროდან” წასვლის მიზეზად არხზე გია გაჩეჩილაძის (“უცნობი”) დაბრუნება დაასახელა.

“ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე რამდენიმე პროექტით. არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!” — დაწერა მან Facebook-ზე.

რ2-ში რეორგანიზაციაა, რა ელით თანამშრომლებს? — სალიას განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი