ახალი ამბები

ჟურნალისტები პარლამენტში ლექსო ლაშქარავას სურათებით მივიდნენ

18 ივლისი, 2021 • 742
ჟურნალისტები პარლამენტში ლექსო ლაშქარავას სურათებით მივიდნენ

პარლამენტში მედიის წარმომადგენლები “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

ჟურნალისტები ამ გზით გამოხატავენ პროტესტს ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალებისა და 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

პარალელურად, მედიის წარმომადგენელთა ნაწილს, რომელსაც პარლამენტის შენობაში შესვლა სურს, ამის საშუალება არ ეძლევა.

დღეს დილით, საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 18 ივლისს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს და ის შეეხება ყველას, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე განხორციელდება.

“აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი