ახალი ამბები

კანის კინოფესტივალი 2021: გამარჯვებულთა სია

18 ივლისი, 2021 • 1611
კანის კინოფესტივალი 2021: გამარჯვებულთა სია

კანის რიგით 74-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო გადაეცა რეჟისორ ჯულია დუკორნოს, ფილმისათვის “ტიტანი”(Titane). გრანპრი მიიღო ორმა ფილმმა: “გმირი”(Hero) და “კუპე No. 6” (compartment No. 6).

საუკეთესო რეჟისორის პრიზი ლეო კარაქსს ერგო, ფილმისათვის “ანეტი”(Annette).

წელს საუკეთესო მსახიობი კაცი გახდა ქალებ ლენდრი ჯონსი ფილმისთვის “ნიტრამი” (Nitram), საუკეთესო მსახიობი ქალი კი – რენატე რეინსვე ფილმში “ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში”(The Worst Person in the World) შესრულებული როლისთვის.

ჟიურის პრიზი წელს ორმა ფილმმა მიიღო – “აჰედის მუხლი”(Ahed’s Knee) და “მემორია”(Memoria).

საუკეთესო სცენარისათვის ჯილდო მიიღო ფილმმა “Drive My Car”,  “ოქროს კამერა” საუკეთესო დებიუტისთვის “Murina”-ს ერგო, ოქროს პალმის რტო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის კი დაიმსახურა ნამუშევარმა “Tian Xia Wu Ya”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი