ახალი ამბები

ხანძარი აგლაძის ქუჩაზე: ცეცხლი საწყობებს გაუჩნდა

17 ივლისი, 2021 • 819
ხანძარი აგლაძის ქუჩაზე: ცეცხლი საწყობებს გაუჩნდა

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე განთავსებულ რამდენიმე საწყობს 17 ივლისის საღამოს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საწყობებში, ძირითადად, სარემონტო მასალები, მათ შორის, პლასტმასი ინახებოდა.

უწყების პრესსამსახურს დაშავებულების შესახებ რაიმე  ინფორმაცია არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი