ახალი ამბები

აცრების საიტზე შეფერხება მაღალი მიმართვიანობის გამოა — სამინისტრო

14 ივლისი, 2021 •
აცრების საიტზე შეფერხება მაღალი მიმართვიანობის გამოა — სამინისტრო

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების საიტი შეფერხებით მუშაობს მაღალი მიმართვიანობის გამო. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ხარვეზები, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გასწორდება, მას შემდეგ, რაც პორტალზე Booking.moh.gov.ge მიმართვიანობა შემცირდება.

უწყებაში ამბობენ, რომ საიტის გამართულად ფუნქციონირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის IT სამსახურია პასუხისმგებელი, თუმცა საიტის შეფერხებით მუშაობის მიზეზებთან დაკავშირებით NCDC-მ ნეტგაზეთი ჯანდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი