ახალი ამბები

“ვინც ამაზე პასუხისმგებელია, უნდა დაისაჯოს” — პრეზიდენტი ლაშქარავას ოჯახში მივიდა

11 ივლისი, 2021 • 1321
“ვინც ამაზე პასუხისმგებელია, უნდა დაისაჯოს” — პრეზიდენტი ლაშქარავას ოჯახში მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვ “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახში მივიდა.

“ძალიან მძიმე წუთებია. მე არც ვიცი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომელიც ამ დღეშია. მე საავადმყოფოში მოვინახულე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ტრაგედიის გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც ამაზე პასუხისმგებელია, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ გამომძიებელი, ან პოლიციელი, მაგრამ ეს არის აუცილებელი”, — უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი