ახალი ამბები

“გადადგეს მკვლელი მთავრობა!” — ოპერატორის გარდაცვალების გამო აქცია იმართება

11 ივლისი, 2021 • 1802
“გადადგეს მკვლელი მთავრობა!” — ოპერატორის გარდაცვალების გამო აქცია იმართება

“გადადგეს მკვლელი მთავრობა!” — ეს არის მთავარი სლოგანი აქციისა, რომლითაც დღეს, 11 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტთან ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმართება.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა “სირცხვილია”, რომელიც აცხადებს:

“ტვ “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს – დღეს გარდაიცვალა.
1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას!”

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი