ახალი ამბები

6 ივლისს „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

7 ივლისი, 2021 • 955
6 ივლისს „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს „პალიტრა ნიუსის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ გუშინ, ჯამში, ძალადობრივი კონტრაქციის 100 მონაწილე დააკავა, მათ შორის ორი -ბრალდებულის სახით, დანარჩენი კი- ადამინისტრაციული წესით.

„1989 წელს დაბადებული ი. ყ. დაკავებულია “პალიტრა ნიუსის” ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება.

რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს – 1965 წელს დაბადებულმა გ.შ-მ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერს უწყება.


პარლამენტთან  გუშინ მდუმარე აქცია გაიმართა, რა დროსაც მოქალაქეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. 5 ივლისს ძალადობრივი აქციის გამო თბილისი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა. რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.

მდუმარე აქციის საწინააღმდეგოდ ჰომოფობურმა ჯგუფებმა ძალადობრივი კონტრაქცია მოაწყვეს. მათ შორის, იყვნენ მართლმადიდებელი მღვდლებიც. ისინი მდუმარე აქციის მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ბოთლებს, კვერცხებსა ად სხვა ნივთებს. ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევასაც, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს შორის იყო.

ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა.  ამ დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავა.

6 ივლისის ძალადობრივ აქციაზე 100 პირი დააკავეს, 68 ხელწერილით გაათავისუფლეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი