ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ.
ამ დროისთვის პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება, რომლის წევრებიც გუშინ, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებენ. გუშინ ძალადობრივი აქციის გამო თბისილი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა. რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.
ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა შორის მართლმადიდებელი მღვდლებიც არიან, დღესაც შეიკრიბნენ და ახლა ამ აქციის ჩაშლას ცდილობენ.
ორი აქციის მონაწილეებს შორის პოლიციას კორდონები აქვს გაკეთებული. ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები პერიოდულად ცდილობენ ძალით პოლიციის კორდონის გარღვევას, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.







