ახალი ამბები

5 სხვადასხვა ადგილას რამდენიმე წუთში მოგვაგნეს, როგორ? – თაბაგარი

5 ივლისი, 2021 • 1968
5 სხვადასხვა ადგილას რამდენიმე წუთში მოგვაგნეს, როგორ? – თაბაგარი

თბილისი პრაიდის წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ძალადობრივმა ჯგუფებმა “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს დღეს თბილისში 5 სხვადასხვა ადგილზე მიაგნეს. თაბაგარის თქმით, ამ ადგილების შესახებ ძალადობრივი აქციის წევრებს არ უნდა სცოდნოდათ.

“5 სხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ დღეს. ყველგან რამდენიმე წუთში მოგვადგნენ. ერთ ადგილას რაღაც ასაფეთქებელი შემოაგდეს… რანაირად? სუსის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობილზდებოდა ეს ხალხი ასე ეფექტურად?!’, – წერს თაბაგარი ფეისბუკზე.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს და სხვა ორგანიზაციების  მიერ ორგანიზებული  ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 37 წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი