ახალი ამბები

შენობაში, სადაც 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი ძალადობრივმა ჯგუფებმა ასაფეთქებელი შეაგდეს

5 ივლისი, 2021 • 2620
შენობაში, სადაც 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი ძალადობრივმა ჯგუფებმა ასაფეთქებელი შეაგდეს

“თბილისი პრაიდის” წარმომადგენლის, ანა სუბელიანის თქმით, თბილისში, ერთ-ერთ შენობას, სადაც 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ალყა შემოარტყეს.

სუბელიანის თქმით, ძალადობრივმა ჯგუფებმა შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება შეაგდეს, რომლის ნაწილიც შენობაში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს მოხვდა მუცლის არეში, თუმცა მძიმე დაზიანებები არ მიუღია. სუბელიანის განმარტებით, მისთვის უცნობია, რა ასაფეთქებელი ნივთიერება შეაგდეს შენობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და მოგვიანებით შეგვატყობინებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი