ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც დილიდან რუსთაველის მოედანზე მოქალაქეებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, „თბილისი პრაიდის“ ოფისში აივნიდან შეიჭრნენ.
ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, მოძალადეთა შეჭრის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა. მანამდე იმავე ჯგუფის წარმომადგენლებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ ოფისიც.
გარეკანი ფოტო: რუსთავი 2