კატეგორიის გარეშე •

ჰომოფობიურ აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობენ [LIVE]

5 ივლისი, 2021 • 1216
ჰომოფობიურ აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობენ [LIVE]

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიურ აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობენ. ნეტგაზეთის რეპორტიორის ინფორმაციით,  შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე ოპერატორს. ისინი აქციიდან ჟურნალისტების გაძევებას ცდილობენ და რუსთაველის გამზირზე მისდევენ.

რამდენიმე გადამღები ჯგუფი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. უცნობია, დააკავა თუ არა პოლიციამ ვინმე.

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა მანამდე პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს. ამ წუთებში ჰომოფიბიურ ჯგუფებს პარლამეტთან რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი.

პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი, მათ შორის ორი კარავი “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებს ეკუთვნით, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და პარალელურად, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ.

პარლამენტთან კიდევ ერთი კარავი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ეკუთვნოდათ. კარავთან ერთად რუსთაველის გამზირზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ბანერი იყო აღმართული.

რუსთაველის გამზირზე კარვები ჰქონდათ გაშლლი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და თამარ ბაჩალიაშვილის მამას, რომლებიც თავიანთი შვილების საქმეების სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. პარლამენტის წინ ასევე კარავი ჰქონდა გაშლილი დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმასაც, რომელიც წლებია ძმის გათავისუფლებას ითხოვს.

პარლამენტის წინ კარვების აღებაზე ბოლო კვირებია “ქართული ოცნების” წევრებიც მიუთითებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი